თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

719

თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 102 000 ლარია, ორ ეტაპად განხორციელდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ასევე იგეგმება ქალაქის მასშტაბით არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოების კეთილმოწყობაც.