ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარები და ბორდიურები მოეწყობა

486

ქალაქ ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარები და ბორდიურები მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 400 000 ლარი დაიხარჯება. ახმეტის მერიამ ტენდერი ოთხ იანვარს გამოაცხადა, წინადადებების მიღების ვადა კი 27 იანვარს იწურება. ამის შესახებ სპექტრი წერს.

ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოების 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო 5% ადგილობრივი თვითმმართველობიდან.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 150 დღის განმავლობაში უნდა დაასრულოს.