ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში: რუისში, ურბნისში, ქვემო ხვედურეთში, ქვენატკოცაში, ქვემო შაქშაქეთსა, საციხური-კოდა-აბანოსა და აგარაში გზები მოასფალტდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ამ მიზნით დღეს ქარელის მერიამ ტენდერები გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით:
რუისის გზის ასფალტირება ( ყოფილი ადმინისტრაციული შენობის ასასვლელი) – 1 მლნ 020000 ლარი
აგარა – 1 მლნ 125 200 ლარი.
საციხური-კოდა-აბანოს გზა – 1 მლნ 922 514 ლარი
ქვენატკოცის ცენტრალური ქუჩების ასფალტირების სამუშაოები – 745 365 ლარი
ქვემო შაქშაქეთის გზის ასფალტირები სამშაოები 468 463 ლარი
ქარელში სპორტული სტადიონის მიმდებარედ ორივე მხარეს გზის ასფალტირების სამუშაოები 575 071 ლარი
ქვემო ხვედურეთის გზის გაგრძელება. 359 326.00 ლარი
დირბის შემაერთებელი გზის ასფალტირების სამუშაოები. ( საბავშვო ბაღი, ადმინისტრაციული შენობა და სპორტდარბაზამდე ) 372 020 ლარი
ურბნისის სამარშუტე გზის ასფალტირება ( ტაძრამდე მისასვლელი გზა ) 290 218 ლარი.