ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება. ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 569 017 ლარია, 31 დეკემბერს გამოცხადდა და 25 იანვარს დასრულდება. ამის შესახებ სპექტრი წერს.
გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერით ნაკისრი ვალდებულებები 120 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
სამუშაოების 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან.