გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. გზა გურჯაანის 10 სოფელს რაიონთან აკავშირებს და წლების განვალობაში სავალალო მდგომარეობაში იყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სრულად მოასფალტება და მეწყერსაშიშ ადგილებზე ნაპირსამაგრი სამუშაობის განხორციელება. მისი ღირებულება 4 მილიონი ლარია. თანხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო.
სამუშაობი სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება. რეაბილიტირებული გზა კი ხელს შეუწყობს გურჯაანისა და მაღალმთიანი სოფლების ერთმანეთთან დაკავშირებას და ტურისტული პოტენციელის ზრდას. ასევე ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილებას.