კასპში მმართველი გუნდის პლაკატების ჩამოხევა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს დაავალეს

813

ფოტო, რომელიც სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი მილაძემ გაავრცელა, რესტორან “აგურების” მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. კასპის მუნიციპალიტეტის “კეთილმოწყობის სამსახურის” თანამშრომლებს მმართველი პარტიის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა დაავალეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

“ერთი შეხედვით კარგია ეს ყველაფრი, თუმცა ერთი მაგრამ არის აქ: კასპის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები რა ვალდებულები არიან პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო მასალა აახიონ? არანაირი! ვისაც გააკვრევინეთ ეგ პლაკატები და ფულიც გადაუხადეთ, ისინი რას აკათებენ? ქეიფობენ და ჭიქას ჭიქაზე უჭახუნებენ? უსინდისობაა და მეტი არაფერი,” – აცხადებს ირაკლი მილაძე.

სამოქალაქო აქტივისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, თუ როგორი უნიფორმებით მუშაობენ კასპის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები.

კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში სააგიტაციო მასალა ჩამოხსნას.