2021 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მონასტერში და სავანისუბანში გზები მოწესრიგდება. ამის შესახებ ხაშურის მერიამ დღეს ტენდერები გამოაცხადა. ორივე სოფელი ქვიშხეთის თემში შედის, რომელიც მუნიციპალიტეტის საკურორტო ადგილს წარმოადგენს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
სოფელ მონასტრის 629 მ სიგრძის საავტომობილო გზისთვის 625 165 ლარია გათვალისწინებული. მონასტრის გზა დაზიანებულია, რაც სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობამ გამოიწვია, წყალი ძირითადად სავალ გზაზე მოედინება.
რაც შეეხება სავანისუბანს, ახალი გზა 1 640 მ სიგრძეზე მოწესრიგდება. ამ გზისთვის 842 747 ლარია გათვალისწინებული.
ხაშურის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, მონასტერში ბეტონის გზა დაიგება, ხოლო სავანისუბნის გზა მოასფალტდება.