დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებაში სკვერი მოეწყობა

364

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა.

პროექტი ითვალისწინებს სავალი და სარბენი ბილიკების, საბავშვო მოედნის, სპორტული ტრენაჟორებისა და შემოღობვის მოწყობას. პარკში განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები, განახლდება მწვანე საფარი.

მერიამ ტენდერი 113 516 ლარზე 13 იანვარს გამოაცხადა, წინადადებების მიღების ვადა კი 25 იანვარს სრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მაისის ბოლოსთვის უნდა დაასრულოს.