საქართველოს 10 ქალაქსა და აჭარის რეგიონში 18 იანვრიდან სწავლა დისტანციურად განახლდება

376

გაანთლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 18 იანვრიდან მეორე სემესტრის სასწავლო პროცესი საქართველოს 10 ქალაქში სრულად დისტანციური მოდელით განახლდება. გარდა ამისა, სასწავლო პროცესს 18 იანვრიდან დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ აჭარის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.

ზემოთ ნახსენები 10 ქალაქია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი.

“ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.