საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, თბილისის მთავრობას მიეცა უფლება, საკრებულოს თანხმობით, აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენს, აგრეთვე, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემული ქონების მიმღებს შეუცვალოს ან გაუუქმოს ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო ან ფინანსური პირობა.
საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ინიციატორებიც პარლამენტის წევრები - თბილისის მერის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე, აგრეთვე, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრები - ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა იყვნენ, საქართველოს ორგანულ...
ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა მსოფლიოში საფრთხეში მყოფი ძეგლების ჩამონათვალში მოხვდა. ზღვისპირა ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილისთვის შექმნილ საფრთხეებზე ICOMOS-ის ანგარიშშია საუბარი.
იუნესკოსთან ასოცირებული გლობალური არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ საფრთხე ემუქრება ბათუმის ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც მე-19 -მე-20 საუკუნეების მიჯნის ურბანული განაშენიანებაა და ძველი ქალაქის მთავარ ხიბლს წარმოადგენდა. ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს მიაჩნია, რომ ბათუმის განახლებას ძველი უბნების კამერული გარემო, განაშენიანების რიტმი,...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 23 დეკემბერს, 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის შემოსავლები 8 018, 9 ათასი ლარით განისაზღვრა, ხარჯები – 9 091 1 ათასი ლარით. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ხარჯები 2021 წლის პირველი იანვრისათვის მოსალოდნელი საკუთარი სახსრების ნაშთის ხარჯზე გაზარდეს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ადგილობრივ ბიუჯეტში შემდეგი შემოსავლები დაიგეგმა:
საწარმოთა ქონების გადასახადი – 200,0 ათ. ლარი;
ქონების გადასახადი...
დაბა ხარაგაულში წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ (დირექტორი ზურაბ ბარჯაძე) 1 890 360 ლარად განახორციელებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულმა მშენებელმა დაბა ხარაგაულის წყალარინების სისტემის დეტალური პროექტი 3 თვეში უნდა მოამზადოს, ხოლო ამ პროექტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები 5 თვეში უნდა დაასრულოს.
ჯამში, პროექტირება-მშენებლობისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეა განსაზღვრული.
დაბა...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში ორი ცენტრალური - აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციას განახორციელებს. წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და გრძელდება, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
ამ ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები, ბორდიურები, ტროტუარები.
ჯამში საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში 32 ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს.
ამ დროისთვის რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 10 ქუჩას. ამ დროისათვის სარეაბილიტაციო...
ქუთაისში, სატრანსპორტო მომსახურებაზე შეღავათების დაწესების მოთხოვნიდან ერთი წლის თავზე, საკრებულოში საკითხის განხილვა ახლა იწყება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
გასული წლის იანვარში სტუდენტებმა შეღავათების მოთხოვნით განცხადება მერიაში ხელმოწერებთან ერთად წარადგინეს, თუმცა მაშინ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ინიციატივას ახლა ქუთაისის საკრებულოს ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე წარუდგენს. მისივე თქმით, საშეღავათო ტარიფებით ქუთაისში რეგისტრირებული სტუდენტების გარდა, სხვა რეგიონების სტუდენტებიც ისარგებლებენ.
"ინციატივას თვის ბოლო ოთხშაბათს საკრებულოს სხდომაზე წარვადგენ. ეს ეხება სტუდენტებისათვის...
ნიქოზი, ხვითი, ზარდიაანთკარი, გუგუტიაანთკარი, შავშვების, ბერბუკის და საქაშეთის დევნილთა დასახლებები, მეჯვრისხევი, ახალუბანი, აძვი-გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალები მერთან შეხვედრას გეგმავენ, მანამდე კი კანცელარიაში ერთობლივი წერილის შეტანას აპირებენ, სადაც როგორც თავად ამბობენ, იმ პრობლების ჩამონათვალი იქნება რომელთა მოგვარებაშიც მერის ჩართვას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"ზარდიაანთკარში მცხოვრები მოსახლეობა მოგეხსენებათ ომიდან 5 წლის შემდეგ დაუბრუნდა საცხოვრებელ სახლებს,აქ მაცხოვრებელი ხალხისთვის ყოველდღიური ყოფითი...
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა და წინადადებების მიღება 26 იანვარს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 546 814.00 ლარს შეადგენს.
გზების სამშენებლო სამუშაოები, ქ.გარდაბანში-გორკის ქუჩაზე, სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე, სოფელ მარტყოფში, კრწანისში, ახალწყალსა და ქვემო თელეთში კი შიდა ქუჩებზე განხორციელდება. ამის შესახებ ტვ4 წერს.
სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2`487`305.00 ლარი გამოიყო.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ ახალსოფლის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება.
ასევე, სოფელ სართიჭალაში (#7; #8; #17; #18; #20 ქუჩები; #2 ქუჩის გზის დაბოლოება; #12 მე-2 შესახვევი; #14 I და II...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია იგეგმება. მუნიციპალიტეტის მერიამ ვახტანგ გორგასლის, თამარ მეფის, მერაბ კოსტავას, იაკობ ცურტაველის, ფარნავაზ მეფისა და შოთა რუსთაველის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გზის მოწყობა ასევე იგეგმება სოფელ ბალიჭსა და ნახიდურში.
ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, სოფელ ქვემო ბოლნისში და ტალავერში სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ეტაპის შესრულებისთვის. ყველა პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 4...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოსა და სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა.
სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის გამარჯვებული კომპანია შპს “ბინექსია”, რომელიც სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 5 141 333 ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლა 864 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მასში 36 საკლასო ოთახი მოეწყობა. დაპროექტებულია ორი მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, რომელიც ადაპტირებული იქნება...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში, აბელიანში და ხოპისში მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იგეგმება. მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
პროექტები მრავალწლიანია და სამუშაოები 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჯამური ღირებულება 4 მილიონ 500 000 ლარს აღემატება. თეთრიწყაროში იგეგმება სოფელ ჯორჯიაშვილში და მარაბდაში მდებარე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც.
2021 წელს დმანისის მუნიციპალიტეტში 19 სოფელი 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, პროექტი 9000-მდე ადამიანს გაუუმჯობესებს ცხოვრების პირობებს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში განხორციელდება მაგისტრალური წყალსადენისა და სასმელი წყლის რეზერვუარების სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში 2020 წლის ანგარიში წარადგინა – შოთა რეხვიაშვილმა, დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში, რეგიონში განხორციელებულ ყველა მასშტაბურ პროექტსა და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ამის შესახებ ტვ4 წერს.
რეგიონში პანდემიის მიუხედავად, რეკომენდაციების სრული დაცვით, აქტიურად მიმდინარეობდა, ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტრული პროექტები, სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და საქმიანობა არ შეუჩერებია სტრატეგიული მნიშვნელობის არცერთ ობიექტს – შედეგად, 2020 წელს, ქვემო ქართლში, სახელმწიფო...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაფინანსება წელს 8 მლნ 600 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
გასულ წელსთან შედარებით, გორის მერიამ ეს თანხა მილიონი ლარით გაზარდა. 2020 წელს სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობას გორში სადგურის დასახლების საბავშვო ბაღიც შეემატა. 100 აღსაზრდელისთვის გათვლილ დაწესებულებაში 20-მდე ახალი კადრი დასაქმდა.
ცალკე თანხაა გათვალისწინებული 2021 წლის ბიუჯეტში 2 ახალი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის. სოფლების, შერთულისა და შინდისის საბავშვო ბაღებში...
იმ პირთა წრე რუსთავში, რომლებიც მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასად ისარგებლლებენ, 2021 წელს გაფართოვდება. ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, წერს ინფო რუსთავი.
როგორც სხდომის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა აღნიშნა, მგზავრობაზე შეღავათებით ისარგებლებენ:
1. სოციალურად დაუცველები;
2. ვეტერანები;
3. შშმ პირები;
4. მერიის სსიპ-ებისა და ააიპ-იების თანამშრომლები;
5. სტუდენტები;
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ამ ჩამონათვალში არ შედიოდნენ სტუდენტები.
ინფორმაციისთვის, მუნიციპალურ ტრანსპორტში იგულისხმება ახალი ავტობუსები,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































