გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაფინანსება წელს 8 მლნ 600 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
გასულ წელსთან შედარებით, გორის მერიამ ეს თანხა მილიონი ლარით გაზარდა. 2020 წელს სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობას გორში სადგურის დასახლების საბავშვო ბაღიც შეემატა. 100 აღსაზრდელისთვის გათვლილ დაწესებულებაში 20-მდე ახალი კადრი დასაქმდა.
ცალკე თანხაა გათვალისწინებული 2021 წლის ბიუჯეტში 2 ახალი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის. სოფლების, შერთულისა და შინდისის საბავშვო ბაღებში დაგეგმილი სამუშაოებისთვის 12 800 ლარი დაიხარჯება.