იმ პირთა წრე რუსთავში, რომლებიც მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასად ისარგებლლებენ, 2021 წელს გაფართოვდება. ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, წერს ინფო რუსთავი.
როგორც სხდომის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა აღნიშნა, მგზავრობაზე შეღავათებით ისარგებლებენ:
1. სოციალურად დაუცველები;
2. ვეტერანები;
3. შშმ პირები;
4. მერიის სსიპ-ებისა და ააიპ-იების თანამშრომლები;
5. სტუდენტები;
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ამ ჩამონათვალში არ შედიოდნენ სტუდენტები.
ინფორმაციისთვის, მუნიციპალურ ტრანსპორტში იგულისხმება ახალი ავტობუსები, რომლითაც ქალაქში მოძრავი ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება მოხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რა საფასური იქნება დაწესებული ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე, როგორც ლევან კავთიაშვილი აცხადებს, შეღავათი ითვალისწინებს საფასურის 50%-ის, ანუ ნახევრის გადახდას.
მგზავრობაზე შეღავათების დაწესებითვის ამ წლის ბიუჯეტში 400 000 ლარია გათვალისწინებული.