თეთრიწყაროს სამ სოფელში საავტომობილი გზები რეაბილიტირდება

426

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში, აბელიანში და ხოპისში ​მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იგეგმება. მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ტვ4 წერს.

პროექტები მრავალწლიანია და  სამუშაოები 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.  ჯამური ღირებულება 4 მილიონ 500 000 ლარს აღემატება.  თეთრიწყაროში იგეგმება სოფელ  ჯორჯიაშვილში და მარაბდაში მდებარე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც.