გზების სამშენებლო სამუშაოები, ქ.გარდაბანში-გორკის ქუჩაზე, სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე, სოფელ მარტყოფში, კრწანისში, ახალწყალსა და ქვემო თელეთში კი შიდა ქუჩებზე განხორციელდება. ამის შესახებ ტვ4 წერს.
სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2`487`305.00 ლარი გამოიყო.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ ახალსოფლის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება.
ასევე, სოფელ სართიჭალაში (#7; #8; #17; #18; #20 ქუჩები; #2 ქუჩის გზის დაბოლოება; #12 მე-2 შესახვევი; #14 I და II მონაკვეთი) სრულად რეაბილიტირდება. სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2`238`546.00ლ ლარი გამოიყო.