დმანისის სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

475

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა და წინადადებების მიღება 26 იანვარს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 546 814.00 ლარს შეადგენს.