ბოლნისში ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება

323

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია იგეგმება. მუნიციპალიტეტის მერიამ  ვახტანგ გორგასლის, თამარ მეფის, მერაბ კოსტავას, იაკობ ცურტაველის, ფარნავაზ მეფისა და შოთა რუსთაველის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ტვ4 წერს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გზის მოწყობა ასევე  იგეგმება სოფელ ბალიჭსა და ნახიდურში.

ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა,  სოფელ ქვემო ბოლნისში და ტალავერში სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ეტაპის შესრულებისთვის. ყველა პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 4 მილიონ 500 ათას ლარს აღემატება.