წინა სტატია
პარლამენტის წინ სამოქალაქო მოძრაობა „ერთიანი ახალგაზრდობა - საქართველოსთვის" აქციას მართავს, რითაც კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ადგილზე მიიტანეს სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, ასევე ყუთი წარწერით „დაკონსერვებული საქართველო". პროტესტის ნიშნად კი ერთ-ერთი აქტივისტი ყუთში მოთავსდა, რითაც მისივე თქმით, რეგულაციების გამო „დაკონსერვებული საქართველოს" პოზიციას გამოხატავდა.
„თხოვნით მივმართავთ მთავრობას, რომ მინიმუმ ღამის 12 საათამდე გადაწიონ „კომენდანტის საათი“, - განაცხადა...
პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ხელისუფლებას მოუწოდებს, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კიდევ ერთი თვით გაახანგრძლივოს.
„ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს 200 კუბური მეტრის ბუნებრივი აირის კომპენსაცია მოსახლეობისთვის თებერვალ-მარტის პერიოდზე. არსებული პროგნოზით, სწორედ თებერვალსა და მარტში არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება, რაც მოსახლეობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნას გაზრდის. პრაქტიკულად, წინა წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, მოსახლეობის უმრავლესობამ ბუნებრივი აირის სუბსიდირებით ვერ ისარგებლა. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიმუშაოს ბუნებრივი აირის სუბსიდირების ისეთი...
ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ ის ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაემუქრა და უთხრა, არ მიეღო მონაწილეობა კონკურსში, რადგან მისთვის სასურველი კომპანიის გამარჯვება სურდა, უარის მიღების შემდეგ, კი აღნიშნულ მათზე ზეწოლას ახორციელებდა.
"გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა...
ხელფასების, პენსიის თუ სხვა სახის სოციალური დახმარების გაცემა გასული წლის ბიუჯეტიდან ხდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
დეფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის ვლადიმირ დელბას განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორება მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში წარედგინება პარლამენტს.
ფინანსურ დოკუმენტში სადავო იყო რამდენიმე საკითხი, მათ შორის ის, რომ ბიუჯეტი არ ითვალისწინებს პენსიების და სოციალური პროგრამების ზრდას, ასევე, აჩიგვარას მაღალი ძაბვის გადამცემის შეკეთებას, რომლის შემდეგაც დე ფაქტო პარლამენტარების აზრით,...
ბათუმის ბულვარში, მოქალაქეები და "მე მიყვარს ბათუმის" წარმომადგენლები, 16 სართულიანი ობიექტის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის ტეევიზია ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლაც სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა უფლება არ მისცეს.
ალექსანდრე მილორავას განცხადებით, მოქალაქეებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერის მოსაზრება აინტერესებთ.
"მოვედით ქალაქის მერიასათან, რომ გავიგოთ მერის არჩილ ჩიქოვანის პოზიცია იმ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არღვევს...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციას აგრძელებს. საგზაო- ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 25 იანვრიდან 15 მარტამდე, სრულად დაიკეტება წერეთლის ქუჩა, პუშკინის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე. აღნიშნულ პერიოდში, წერეთლის ქუჩის ამ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა შეწყდება.
ასევე, ცვლილებაა გელათის ქუჩაზე სამანქანო მოძრაობასთან დაკავშირებით: 26 მაისის ქუჩიდან ვარლამიშვილის ქუჩის კვეთამდე შეიზღუდა სატვირთო ავტომობილების გადაადგილება. ასევე, აიკრძალა მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან გოგებაშვილის...
წინა სტატია
გელათის სარეაბილიტაციო პროცესის მონიტორინგში "საყდრისის კომიტეტი" ჩაერთო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
კომიტეტის წევრები სამონასტრო კომპლექსშიც იმყოფებოდნენ და სამუშაოები დაათვალიერეს. კომიტეტის წევრების თქმით, ადგილზე იმაზე მძიმე ვითარება დახვდათ, ვიდრე ელოდნენ და არსებული მასშტაბის დაზიანებების აღმოფხვრა მცირე ვადაში შეუძლებელი იქნება.
"ადგილზე ბევრად უფრო მძიმე სიტუაცია დაგვხვდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ძეგლისთვის მიყენებული ზიანი იმდენად მასშტაბურია, რომ თუ სამუშაოები დროულად არ ჩატარდა საფრთხეები კიდევ უფრო...
გორის მუნიციპალიტეტს 2022 წელს საბავშვო ბაღის სამი ახალი შენობა აშენდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მეჯვრისხევში, მეღვრეკისსა და გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები გასულ წელს გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ სამივე შენობას ერთიდაიგივე კომპანია შპს "პროდიუს ინვესტმენტ" ააშენებს. სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს უნდა დასრულდეს.
მეჯვრისხევში საბავშო ბაღის მშენებლობაში 2 670 000 ლარი დაიხარჯება, მეღვრეკისში 2 820 000 ლარი, ხოლო ანწუხელიძის (ყოფილი მოსკოვის ქუჩა) 2 570 000 ლარი.
გორის მერიის ინფორმაციით, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე, საავადმყოფოს ყოფილ შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კონსტანტინე თავზარაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ შენობა, სადაც ხელისუფლება დევნილების შესახელებას აპირებდა, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღდგენას აღარ ექვემდებარება. თავზარაშვილი აღნიშნული დაპირების შეუსრულებლობას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.
"ნაციონალური მოძრაობის" განმარტებით კი ხელისუფლება აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით თანხებს არაეფექტურად ხარჯავს და ფინანსებს ბიუჯეტში გამოუსადეგარი ობიექტისთვის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო.
საკრებულოს დეპუტატის შოთა ვანიშვილის თქმით, სამუშაოები ერთ წელში დასრულდება.
"ერთწლიანი პროექტია უტარდება სრული რეაბილიტაცია, მხოლოდ კარკასი რჩება, დანარჩენი ყველაფერი იცვლება, გაყვანილობა, სველი წერტილები, ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეები ატენის სკოლაში ისწავლიან, მათ გადასაადგილებლად ტრანსპორტი მოემსახურებათ", - ამბობს შოთა ვანიშვილი
პროექტს მუნიცილაური განვითარების ფონდი აფინანსებს, სამუშაოებს კი შპს "რესტავრატორები და კომპანია" 1 604 162 ლარად ასრულებს.
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ მძღოლების მისაღებად კონკურსი გამოაცხადა.
სააგენტოს დირექტორის ზურაბ ჯირკველიშვილის ინფორმაციით, მძღოლად მუშაობის დაწყებას ის კანდიდატები შეძლებენ, რომლებიც ტრენინგების გავლის შემდეგ, სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ.
"ზუსტად რამდენ მძღოლს ავიყვანთ ჯერ არ ვიცით. ეს დამოკიდებულია ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკზე, რომელიც მერიამ უნდა დაამტკიცოს. პირველი კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები ტრენინგებს გადიან. საბოლოოდ, შევარჩევთ იმ მძღოლებს, რომლებიც ტრენინგის დასრულების შემდეგ, სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ" , - განმარტა...
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ საკვები პროდუქტები დადგენილ ვადაში ვერ შეისყიდა. მიზეზი ჩავარდნილი ტენდერია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სააგენტომ პროდუქტების შესაძენად ტენდერი 11 იანვარს გამოაცხადა. უწყებას ზეთის, შაქრის, შესქელებული რძის, კვერცხის, მანის, მაკარონის და ორცხობილის შეძენა სურდა. ტენდერში მონაწილეობდა 2 კომპანია: შპს ლუანა და შპს სახანძრო ტექნიკი, თუმცა სააგენტოს სატენდერო კომისიამ ორივე კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა. მიზეზად ტექნიკური დოკუმენტაციის გაუმართაობა დასახელდა.
სააგენტოს აღნიშნული პროდუქტების შესაძენად...
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ბაღის რეაბილიტაციის სურვილი კომპანია ,,სამშენებლო ტრსტიN3"-მა გამოთქვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ტენდერი მან 285 000 ლარად მოიგო. საწყისი ფასი 363 000 ლარი იყო.
კასპის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მანანა ხვთისიაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად საბავშვო ბაღში 40-მდე ბავშვია აღრიცხული.
,,ეს ბაღი კომუნისტების დროს აშენდა და გათვლილი იყო 4 ჯგუფზე. ამჟამად,...
1 თებერვლიდან ქალაქ გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის უფლება აღდგება, თუმცა გორის მერიამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო ახალი ავტობუსების ამუშავების გეგმა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიაში აცხადებენ, რომ მოსაგვარებელია ტექნიკური საკითხები, თუმცა რა ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი, არ აკონკერეტებენ. ასევე, არ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა, თუ როდის უნდა ამოძრავდეს ქალაქში 30 ახალი ავტობუსი.
სამაგიეროდ, გორის მერიამ შეიმუშავა უბილეთო მგზავრების დაჯარიმების წესები. წესები გათვალისწინებულია...
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.
კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).
ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით...
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 82% პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან თანამშრომლობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რათა ახალმა პარლამენტმა მათი ინტერესები გაატაროს.
NDI-მ პარლამენტის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულება შეისწავლა. კვლევის თანახმად, კითხვაზე - „იმისათვის, რომ ახალმა პარლამენტმა ჩემნაირი ადამიანის ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთან ითანამშრომლოს“, გამოკითხულთა 82%-მა განაცხადა, რომ ეთანხმება, 9% არ ეთანხმება, ამდენივეს კი პასუხი არ აქვს.
ამასთან, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ ყველა არჩეულმა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































