აფხაზეთში 2021 წლის ბიუჯეტი ჯერ არ მიუღიათ

1518

ხელფასების, პენსიის თუ სხვა სახის სოციალური დახმარების გაცემა გასული წლის ბიუჯეტიდან ხდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

დეფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის ვლადიმირ დელბას განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორება მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში წარედგინება პარლამენტს.

ფინანსურ დოკუმენტში სადავო იყო რამდენიმე საკითხი, მათ შორის ის, რომ ბიუჯეტი არ ითვალისწინებს პენსიების და სოციალური პროგრამების ზრდას, ასევე, აჩიგვარას მაღალი ძაბვის გადამცემის შეკეთებას, რომლის შემდეგაც დე ფაქტო პარლამენტარების აზრით, აფხაზეთის ელექტროენერგიის მიწოდება გაუმჯობესდება.

სულ ბიუჯეტის მოცულობა 8 502 030,1 რუსული რუბლია.

აფხაზეთის ბიუჯეტი რუსეთიდან 3 949 877,5 რუბლს მიიღებს.