გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ საკვები პროდუქტები დადგენილ ვადაში ვერ შეისყიდა. მიზეზი ჩავარდნილი ტენდერია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სააგენტომ პროდუქტების შესაძენად ტენდერი 11 იანვარს გამოაცხადა. უწყებას ზეთის, შაქრის, შესქელებული რძის, კვერცხის, მანის, მაკარონის და ორცხობილის შეძენა სურდა. ტენდერში მონაწილეობდა 2 კომპანია: შპს ლუანა და შპს სახანძრო ტექნიკი, თუმცა სააგენტოს სატენდერო კომისიამ ორივე კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა. მიზეზად ტექნიკური დოკუმენტაციის გაუმართაობა დასახელდა.
სააგენტოს აღნიშნული პროდუქტების შესაძენად 118 088 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.