პარლამენტის წინ სამოქალაქო მოძრაობა „ერთიანი ახალგაზრდობა – საქართველოსთვის” აქციას მართავს, რითაც კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ადგილზე მიიტანეს სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, ასევე ყუთი წარწერით „დაკონსერვებული საქართველო”. პროტესტის ნიშნად კი ერთ-ერთი აქტივისტი ყუთში მოთავსდა, რითაც მისივე თქმით, რეგულაციების გამო „დაკონსერვებული საქართველოს” პოზიციას გამოხატავდა.
„თხოვნით მივმართავთ მთავრობას, რომ მინიმუმ ღამის 12 საათამდე გადაწიონ „კომენდანტის საათი“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან” ერთ-ერთმა აქტივისტმა, ჯონი ქურასბედიანმა.
მისივე განმარტებით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციებს პერმანენტულად გამართავენ.