ქვემო ჭალის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

447

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ბაღის რეაბილიტაციის სურვილი კომპანია ,,სამშენებლო ტრსტიN3″-მა გამოთქვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ტენდერი მან 285 000 ლარად მოიგო. საწყისი ფასი 363 000 ლარი იყო.

კასპის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მანანა ხვთისიაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად საბავშვო ბაღში 40-მდე ბავშვია აღრიცხული.

,,ეს ბაღი კომუნისტების დროს აშენდა და გათვლილი იყო 4 ჯგუფზე. ამჟამად, ორი ჯგუფია რეგისტრირებული. რეაბილიტაცია მთელ შენობას ჩაუტარდება,” – ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

ქვემო ჭალის საბავშვო ბაღში დადიან თემში შემავალი მცირეკომლიანი სოფლებში მცხოვრები ბავშვებიც, მაგალითად, გორაკადან, საკორინთლოდან, ახალშენიდან და ა.შ.