დღეიდან ქუთაისში წერეთლის ქუჩის ნაწილი იკეტება

62

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციას აგრძელებს. საგზაო- ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 25 იანვრიდან 15 მარტამდე, სრულად დაიკეტება წერეთლის ქუჩა, პუშკინის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე. აღნიშნულ პერიოდში, წერეთლის ქუჩის ამ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა შეწყდება.

ასევე, ცვლილებაა გელათის ქუჩაზე სამანქანო მოძრაობასთან დაკავშირებით: 26 მაისის ქუჩიდან ვარლამიშვილის ქუჩის კვეთამდე შეიზღუდა სატვირთო ავტომობილების გადაადგილება. ასევე, აიკრძალა მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩისაკენ.

ავტომობილები გოგებაშვილის ქუჩაზე თბილისისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით მოხვდებიან.