გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო.
საკრებულოს დეპუტატის შოთა ვანიშვილის თქმით, სამუშაოები ერთ წელში დასრულდება.
”ერთწლიანი პროექტია უტარდება სრული რეაბილიტაცია, მხოლოდ კარკასი რჩება, დანარჩენი ყველაფერი იცვლება, გაყვანილობა, სველი წერტილები, ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეები ატენის სკოლაში ისწავლიან, მათ გადასაადგილებლად ტრანსპორტი მოემსახურებათ”, – ამბობს შოთა ვანიშვილი
პროექტს მუნიცილაური განვითარების ფონდი აფინანსებს, სამუშაოებს კი შპს “რესტავრატორები და კომპანია” 1 604 162 ლარად ასრულებს.