გორის ტრანსპორტის სააგენტომ მძღოლების მისაღებად კონკურსი კიდევ ერთხელ გამოაცხადა

357

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ მძღოლების მისაღებად კონკურსი გამოაცხადა.

სააგენტოს დირექტორის ზურაბ ჯირკველიშვილის ინფორმაციით, მძღოლად მუშაობის დაწყებას ის კანდიდატები შეძლებენ, რომლებიც ტრენინგების გავლის შემდეგ, სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ.

“ზუსტად რამდენ მძღოლს ავიყვანთ ჯერ არ ვიცით. ეს დამოკიდებულია ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკზე, რომელიც  მერიამ უნდა დაამტკიცოს. პირველი კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები ტრენინგებს გადიან. საბოლოოდ, შევარჩევთ იმ მძღოლებს, რომლებიც ტრენინგის დასრულების შემდეგ, სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ” , – განმარტა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, გარდა იმ პირებისა, ვინც კონკურსის პირველ ნაკადში მიიღო მონაწილეობა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება (გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის სახელზე);

2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3. CV/რეზიუმე;

4. „D” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი;

5.თანხმობა (თანხმობის ფორმა ივსება ადგილზე) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად/გადასამოწმებლად;

6. რეკომენდაცია-დახასიათება ბოლო სამუშაო ადგილიდან ან/და ცნობა იმის თაობაზე, რომ პირს აქვს

M2-M3 კატეგორიის ავტობუსზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.

სააგენტოს ცნობით, კონკურსში მონაწილე პირმა თან უნდა იქონიოს წარმოდგენილი დოკუმეტების ასლების დედნები.

საკონტაქტო პირი: ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი, ზურაბ მაკრახიძე +995 551009902

HR – ეკატერინე ქუთათელაძე, +995 598 77 82 69.

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. გორი, სტალინის №16, საკრებულოს შენობის პირველი სართული, მარჯვენა ფლიგელი.

საბუთების მიღება იწარმოებს: 2021 წლის 25 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით.

ორშაბათი-პარასკევი 11:00-16:00 საათამდე, ქ. გორი, სტალინის №16, საკრებულოს შენობის პირველ სართულზე, მარჯვენა ფლიგელში.