ბოლნისში, წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი სომხური სკოლის შენობა მალე ახალ სიცოცხლეს დაიბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ისტორიულ შენობაში ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი განთავსდება. პროექტი ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით ხორციელდება, პირველ ეტაპზე შენობა გადაიხურა, კედლები გამაგრდა და ფასადი რეაბილიტირდა, ახლა კი შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და...
ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცა. მათ წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მათ დედაქალაქის მერმა გადასცა. კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მათ ბინები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. 2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები უკვე 1 400-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მერიას წინასაახლოდ არანაირი სახელფასო დანამატები არ გაუცია. როგორც კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, დამატებითი თანხა, რომელიც მერიის თანამშრომლებს წინასაახლწლო პერიოდში დაურიგდათ, ზეგანაკვეთური ანაზღაურება იყო. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მერიაში წინასაახლწლოდ არანაირი დანამატები არ გაცემულა, ეს იყო ზეგანაკვეთურები, რომლის გაცემასაც კანონი გვავალდებულებს და კანონის ფარგლებში ვიმოქმედეთ. შეიძლება ეს ყველა სამსახურზე და თანამშრომელზე ვერ მოხერხდა, არსებული მდგომარეობის გამო და იმის...
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის იანვარში,...
ქედის მერიამ სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის 300 ათასი ლარი გამოყო, ხოლო დაბალი სარეიტინგო ქულების მქონე პაციენტებს ოპერაციები 70 პროცენტით დაუფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. სიუჟეტში ნათქვამია, რომ წელს მერიის პროგრამებს ჯანდაცვის მიმართულებით ასევე სამკურნალო გამაჯანსაღებელი პროცედურებიც დაემატა. ჯამში მუნიციპალიტეტის მერია ექვს ახალ პროგრამას განახორიცელბეს რისთვისაც 745 ათას 800 ლარია გამოყოფილი.
video
გორში, კომბინატის დასახლებაში, შინდისის გმირების გამზირზე ქუჩის ნომრის აღმნიშვნელი აბრები რუსულმა კომპანია "მაქსიმმა" დაამზადა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია თრიალეთი ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ "მაქსიმმა" აბრას საკუთარი ტაქსის რეკლამაც დაურთო. გარდა ამისა, რუსულმა კომპანიამ "შინდისის გმირების გამზირის" ნაცვლად, აბრაზე "შინდისის გმირების გზატკეცილი" დააწერა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია შინდიდის გმირების შეურაცხყოფად აფასებენ გორიის მერიის ამ გადაწყვეტილებას. ისინი გორის მერისგან ბოდიშის მოხდასა და რუსული...
მარნეულში მომუშავე მასწავლებლების და ადმინისტრაციის გადაადგილება სკოლებმა უნდა უზრუნველყონ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არსებული შეზღუდვების პირობებში სკოლებისთვის ალტერნატიული რეკომენდაციები შეიმუშავა, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მასწავლებელი ან სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ცხოვრობს სკოლიდან მოშორებით, მიზანშეწონილია სხვადასხვა შესაძლებლობის განხილვა. „სკოლის მიერ დაქირავებულ იქნას სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს...
წინა სტატია ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია უკლებას ცემის ფაქტზე საქმის სასამართლო განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა.  "ქართული ოცნების" დეპუტატები ოპონენტს  ფიზიკურად  2018 წლის სექტემბერში საკრებულოს შენობაში გაუსწორდნენ. საქმის ახლა გაცოცხლება ცოტა ხნის წინ გამოცემულ ამნისტიის აქტს და "ოცნების" დეპუტატებისათვის პასუხისმგებლობის აცილების მცდელობას უკავშირდება. ამ თემაზე ნიუპრესი წერს. ქუთაისის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატების მოწყობილი  ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება...
ქუთაისის მერიის წინ  "ნაციონალირი მოძრაობის" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს. აქტივისტები ხელისუფლებას გაყალბებულ არჩევნებს ახსენებენ და მოითხოვენ, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გრძელვადიანია და არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. "არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ხალხის დაჩოქებას და მის რუსეთის გუბერნიად გადაქცევას. ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება და საქართველო მალე იქნება დემოკრატიული...
შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან სოფელ კარბისა და ქერეს ტერიტორიაზე ტირიფონის მაგისტრალური არხის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმენდება. „ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის -...
26 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი 23 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ რადო მარნეული წერს. ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი ორმა დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ახმედ იმამკულიევმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აზად ქარიმოვმა, არ დაუჭირა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე შეიქმნა და მისი მიზანი მომავალი...
ატენსა და ხიდისთავში სასმელი წყლის ტუმბოები მწყობრიდან გამოვიდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის წყალმომარაგების სამსახურში აცხადებენ, რომ ტუმბოები აღდგენას აღარ ექვემდებარება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ორივე ტუმბო, როგორც განყოფილების ხელმძღვანელი, ზაზა მუზაშვილი აღნიშნავს, 25 იანვარს გამოვიდა მწყობრიდან. ,,2021 წლის 25 იანვარს,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში და სოფელ ატენში მწყობრიდან გამოვიდა წყალსადენის სასმელი წყლის ტუმბოები. შევეცადეთ აღგვედგინა, თუმცა, ტუმბოების დათვალიერებისას აღმოჩნდა,...
video
სოფელ კალაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ამ ეტაპზე დასრულდა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სასწავლო კაბინეტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და მოწყობა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სკოლის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება. დალი მინდიაშვილის თქმით, სამინისტროში უკვე გაგზავნილია 5 სკოლის: ჭანდრის, ბაკურციხის, მუკუზნის, ჯიმითისა და არაშენდის რეაბილიტაციაზე მოთხოვნა, თუმცა რომელი სკოლის...
კოსტავასა და "სანაპიროს“ ქუჩების პარალელურად, ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის კეთილმოწყობა იწყება. ამბროლაურის მერიის ცნობით, პროექტი გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, გამწვანებას, სანიაღვრე სისტემისა და განათების მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა დამატებით სამუშაოებს ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ღირებულება პირველ ეტაპზე 2 100 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მისი დასრულება 2022...
თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება, - ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მათ თანამშრომლებს, პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, შეუნარჩუნდათ სამუშაო ადგილი და ანაზღაურება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა კონტრაქტორებთან შექმნილი სიტუაციის განსამუხტად. ხაზგასასმელია, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის  1 131 ფაქტი გამოავლინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1131 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 150 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ