შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან სოფელ კარბისა და ქერეს ტერიტორიაზე ტირიფონის მაგისტრალური არხის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმენდება.
„ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის – ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის,მეჯვრისხევის, ზერტის, აძვის, ახალუბნისა და ჯარიაშენის მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა“, – ნათქვამია განცხადებაში.