კალაძის განცხადებით, მერიამ წინასაახლოდ არა სახელფასო დანამატები, არამედ ზეგანაკვეთური ანაზღაურება გასცა

300

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მერიას წინასაახლოდ არანაირი სახელფასო დანამატები არ გაუცია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, დამატებითი თანხა, რომელიც მერიის თანამშრომლებს წინასაახლწლო პერიოდში დაურიგდათ, ზეგანაკვეთური ანაზღაურება იყო.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მერიაში წინასაახლწლოდ არანაირი დანამატები არ გაცემულა, ეს იყო ზეგანაკვეთურები, რომლის გაცემასაც კანონი გვავალდებულებს და კანონის ფარგლებში ვიმოქმედეთ. შეიძლება ეს ყველა სამსახურზე და თანამშრომელზე ვერ მოხერხდა, არსებული მდგომარეობის გამო და იმის გათვალისწინებით, ვინ რამდენი ხანი იმუშავა დამატებით, თუმცა ეს იყო ზეგანაკვეთურ, დამატებით საათებზე დამოკიდებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.