თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება, – ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, მათ თანამშრომლებს, პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, შეუნარჩუნდათ სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა კონტრაქტორებთან შექმნილი სიტუაციის განსამუხტად. ხაზგასასმელია, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, მაშინ როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა, რომელიც კომპანიას დაქირავებული ყავს გარკვეული ვადით და პირობებით, ორი დღეა უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე. ერთი მხრივ, ისინი არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
GWP განმარტავს, რომ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება.