ქედის მერიამ სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის 300 ათასი ლარი გამოყო, ხოლო დაბალი სარეიტინგო ქულების მქონე პაციენტებს ოპერაციები 70 პროცენტით დაუფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ წელს მერიის პროგრამებს ჯანდაცვის მიმართულებით ასევე სამკურნალო გამაჯანსაღებელი პროცედურებიც დაემატა. ჯამში მუნიციპალიტეტის მერია ექვს ახალ პროგრამას განახორიცელბეს რისთვისაც 745 ათას 800 ლარია გამოყოფილი.