ატენსა და ხიდისთავში სასმელი წყლის ტუმბოები მწყობრიდან გამოვიდა

308

ატენსა და ხიდისთავში სასმელი წყლის ტუმბოები მწყობრიდან გამოვიდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის წყალმომარაგების სამსახურში აცხადებენ, რომ ტუმბოები აღდგენას აღარ ექვემდებარება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ორივე ტუმბო, როგორც განყოფილების ხელმძღვანელი, ზაზა მუზაშვილი აღნიშნავს, 25 იანვარს გამოვიდა მწყობრიდან.

,,2021 წლის 25 იანვარს,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში და სოფელ ატენში მწყობრიდან გამოვიდა წყალსადენის სასმელი წყლის ტუმბოები. შევეცადეთ აღგვედგინა, თუმცა, ტუმბოების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარებიან. ტუმბოების დათვალიერება მოხდა შემკეთებლის მიერ. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ზემოთხსენებული ტუმბოები შეკეთებას აღარ ექვემდებარებიან, ამიტომ უმოკლეს ვადებში საჭიროა მათი შეცვლა ახლით,” – აღნიშნულია წყალმომარაგების სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელის, ზაზა მუზაშვილის მოხსენებაში.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ ტუმბოებს უმოკლეს ვადაში შეიძენენ.