ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

639

კოსტავასა და “სანაპიროს“ ქუჩების პარალელურად, ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის კეთილმოწყობა იწყება.

ამბროლაურის მერიის ცნობით, პროექტი გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, გამწვანებას, სანიაღვრე სისტემისა და განათების მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა დამატებით სამუშაოებს ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, ბრატისლავა-რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ღირებულება პირველ ეტაპზე 2 100 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება.

„ამბროლაურში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დასრულების ეტაპზეა კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია, პარალელურად კი ,,სანაპიროსა“ და ბრატისლავა-რაჭის ქუჩების კეთილმოწყობა იწყება. ეს არის ქალაქის სამი ცენტრალური ქუჩა, რომელთა სინთეზის შედეგად ამბროლაური ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველი ქალაქი გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ჩამოსული ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის“, – აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.