ქუთაისის მერიის წინ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, კარავი გაშალეს

418

ქუთაისის მერიის წინ  “ნაციონალირი მოძრაობის” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კარავი გაშალეს. აქტივისტები ხელისუფლებას გაყალბებულ არჩევნებს ახსენებენ და მოითხოვენ, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გრძელვადიანია და არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

“არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ხალხის დაჩოქებას და მის რუსეთის გუბერნიად გადაქცევას. ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება და საქართველო მალე იქნება დემოკრატიული ქვეყანა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციას შეუერთდა პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია.