ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცა.
მათ წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მათ დედაქალაქის მერმა გადასცა.
კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მათ ბინები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. 2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები უკვე 1 400-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.