კალაურის სკოლის რეაბილიტაციაზე 4 მილიონი დაიხარჯება – კიდევ რომელი სკოლები გარემონტდება გურჯაანში?

354

სოფელ კალაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ამ ეტაპზე დასრულდა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სასწავლო კაბინეტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და მოწყობა.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სკოლის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება.

დალი მინდიაშვილის თქმით, სამინისტროში უკვე გაგზავნილია 5 სკოლის: ჭანდრის, ბაკურციხის, მუკუზნის, ჯიმითისა და არაშენდის რეაბილიტაციაზე მოთხოვნა, თუმცა რომელი სკოლის დაფინანსება მოხდება, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.