წინა სტატია
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ქუთაისის მერიაში. მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის, გაგა სანდუხაძის ინფორმაციით, გიგა შუშანიამ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა და აუდიტის დასკვნაში კორუფციაზე საუბარი არ არის. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
მისი თქმით, შიდა აუდიტის დასკვნაში, ნამდვილად არის საუბარი გარკვეულ ხარვეზებზე, თუმცა არა იმ მასშტაბის, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
როგორც მან განმარტა, ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა დაწყებულია. მან ასევე ისაუბრა,...
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) Covid-19-ის პერიოდში განხორციელებული საეჭვო შესყიდვების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ინფექციასთან ბრძოლისათვის განხორციელებული საჯარო შესყიდვების 3 კვლევა გამოაქვეყნა. თითოეული მათგანი მოიცავდა სისტემური თუ კონკრეტული პრობლემების ანალიზსა და მათი გადაჭრისათვის საჭირო რეკომენდაციებს. კვლევების თემატური დაყოფიდან გამომდინარე, მათში ვერ მოხვდა საეჭვო გარემოებების...
ელექტრომობილების დამტენების ნაწილი ფასიანი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან იწყება ჩვენს ქსელში არსებული მე-2 დონის დასამუხტი სადგურების ეტაპობრივი გაფასიანების პროცესი. ტარიფები იანგარიშება წუთობრივად და განისაზღვრება ელექტრომობილის მიერ მოხმარებული სიმძლავრის შესაბამისად.
თქვენი ელექტრომობილისთვის განკუთვნილი დამუხტვის ტარიფის დასადგენად, იხელმძღვანელეთ ტარიფების ჩამონათვალში მოცემული სიმძლავრეების დიაპაზონით. ტარიფების ნახვას შეძლებთ ჩვენს აპლიკაციაში მას შემდეგ, რაც კონკრეტული დამტენი გახდება ფასიანი....
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის თემში მერის წარმომადგენელს, ალექსი მთვარაძეს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც გორის მერიაში ამბობენ, სოფლებში მერის წარმომადგენლები ხელშეკრულებით არიან დასაქმებულები.
"წარმომადგენლები აყვანილი არიან ხელშეკრულებით. შინდისის წარმომადგენელს დაუმთავრდა ხელშეკრულების ვადა და მხარეებმა აღარ ისურვეს გაგრძელება", - ამბობენ გორის მერიაში.
რადიო "მოზაიკა" ალექსი მთავარაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
გორში, დასვენების პარკში "ახალბაღი" არსებული ზოოპარკი ცხოველებისგან თვის ბოლომდე გათავისუფლდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის, ბაჩანა გვიანიშვილის განმარტებით, ზოოპარკის ბინადრებს დროებით თბილისში გადაიყვანენ.
"დათვი უკვე გადაიყვანეს თბილისის ზოოპარკში. კვირის ბოლომდე თხებსაც გადაიყვანენ, თვის ბოლოსკენ კი, მელას და ტურასაც. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი "ახალბაღის" რეაბილიტაციის დაწყება" , - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბაჩანა გვიანიშვილმა.
მისივე ცნობით, ბინადრები გორში "ახალბაღის" რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დაბრუნებიან.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს სამედიცინო მომსახურება გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 120-მა ბენეფიციარმა მიიღო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს პირი, რომლის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე ნაკლებია, ხოლო ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 1000 ლარზე მეტი არ არის" , - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში მოქმედი კომისიის მიერ 2020 წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობა დაუფინანსდა,...
წინა სტატია
ამ დროისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ადგილიდან სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა” შეცვალეს” წარმომადგენლები იტყობინებიან,ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მერიის შენობაში არსებული საპირფარეშოს ექსპერტიზის ჩასატარებლად შევიდნენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
“ექსპერტ-კრიმინალისტები ერთი კვირის დაგვიანებით შევიდნენ ჩხოროწყუს მერიაში საპირფარეშოს ექსპერტიზისთვის”,-ამბობს რადიო თბილისთან მოძრაობა “შეცვალეს” ადგილობრივი წარმომადგენელი ოთო შენგელია.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე არ იმყოფება მერი დავით გოგუა,რომელიც გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო დმინისტრაციაში დაიბარეს,ხოლო...
წინა სტატია
გაერთიანებული ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მასობრივი საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. მიზეზი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტია, რა დროსაც მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
გაერთიანებული ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები,ხელისუფლებას ერთდღიან გონივრულ ვადას აძლევენ და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
“ხელისუფლებას ვაძლევთ გონივრულ ვადას ,რომ ჩხოროწყუში მომხდარ მარაზმზე უმკაცრესი რეაგირება იყოს : 1)გადადგეს ჩხოროწყუს...
წინა სტატია
განათლების სამინისტროსთან მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად აქციას მართავს. ადგილზე შეკრებილები ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების ფაქტს აპროტესტებენ და განათლების მინისტრის შეცვლასთან ერთად, სისტემის სრულ რეფორმას მოითხოვენ. მათ ადგილზე იატაკის საწმენდი, სარეცხი ფხვნილი და წყალი აქვთ მიტანილი. ასევე ბანერები: „უმოქმედო განათლების სისტემა“, „გადადგეს განათლების მინისტრი“ და „ვითხოვთ განათლების რეფორმას“.
,,ჩხოროწყუს ინციდენტი არ არის ცალკე მდგომი შემთხვევა, ეს...
დედოფლისწყაროს სოფელ ზემო მაჩხაანში სასწავლო პროცესი ახლადაშენებულ თანამედროვე სტანდარტების შენობაში დაიწყო. სკოლა განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ააშენა და მასზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულადაა აღჭურვილი. მოწყობილია საბუნებისმეტყველო და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები. თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა სპორტული დარბაზი.
2015 წელს გაჩენილი ხანძრის გამო დედოფლისწყაროს ყველაზე დიდი სოფელი სკოლის გარეშე დარჩა, რის გამოც გაკვეთილები კულტურის სახლსა და მეზობელ...
ხულოში მოქმედი საბავშვო ბაღების პერსონალი მარტიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ხულოს მერიის ინფორმაციით, შრომის ანაზღაურება 20-30 პროცენტამდე გაეზრდება, როგორც ტექნიკურ, ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს. მუნიციპალიტეტში 27 ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გაიმეორა.
"მე და ლევან იოსელიანმა მძიმე გზა გამოვიარეთ. დინების საწინააღმდეგოდ წასვლა, აღმა ცურვა მოვიწია და ბევრი სირთულის გაძლება და ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ, რისიც გვწამს და გვჯერა, ყოველთვის იმას გავაკეთებთ. გვჯერა, რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს. ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს და...
გორის საკრებულოს დეპუტატი ვასილისა ჯავახიძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წლიურ ხარჯებს ასაჯაროებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებამ, რომელსაც რეალურად არანაირი ფუნქცია არ აქვს, ბიჯეტიდან ხელფასებში თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა.
საწვავში 46 ათას ლარამდე დაიხარჯა, სატელეფონო კომუნიკაციებში 5 ათას 600 ლარზე მეტი, სასმელ წყალში 440, მივლინებებში კი 339. ოპოზიცია გუბერნატორის ინსტიტუტის...
„სამხრეთის კარიბჭემ“ 2020 წელს გაცემული პრემია/დანამატების შესახებ ინფორმაცია სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 3 იანვარს გამოითხოვა. მღებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს დანამატი მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტში, ერთ თანამშრომელზე გაიცა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მერიაში 1 228 ლარის დანამატი მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ტექნიკურ–ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელმა მიიღო. აგვისტოსა და სექტემბერში 300–300 ლარის ოდენობით, ოქტომბერსა და ნოემბერში კი ჯამში 628 ლარი.
რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთმა...
ასპინძაში, სოფელ საროში ასპანიძეების მესხურ ოდაში წყალი ჩადის, უძველესი შენობა, რომლის რეაბილიტაციაც ხუთი წლის წინ დაანონსდა, ნგრევის პირასაა მისული. წვიმა და თოვლი ისტორიულ შენობას ყოველდღიურად აზიანებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ნათელა ინდუაშვილი ასპანიძეების ცნობილ მესხურ ოდასთან ახლოს ცხოვრობს. ამბობს, რომ შენობების მდგომარეობა სავალალოა, ნაწილი უკვე ჩამოინგრა, ხის მორები, რითაც ოდებია გადახურული ადგილობრივებს სახლში მიაქვთ და საწვავად იყენებენ.
„ასპანიძეების ოდა რთულ მდგომარეობაშია,...
გასულ წელს ახალციხის მერიამ შოთა რუსთაველის ძეგლის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის 400 000 ლარამდე დახარჯა, მაგრამ ქალაქის ცენტრალურ სკვერში ისევ დაზიანებული შადრევანი დგას. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
შადრევნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის შესახებ ახალციხის მერიაში ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდნენ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოებისთვის ტენდერი 2020 წელს გამოაცხადა, 373 740 ლარად მოწესრიგდა კოსტავას და ნათენაძის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკები და შოთა რუსთაველის ძეგლთან მდებარე სკვერი, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































