გორის ზოოპარკს ცხოველებისგან თვის ბოლომდე გათავისუფლებენ

304

გორში, დასვენების პარკში “ახალბაღი” არსებული ზოოპარკი ცხოველებისგან თვის ბოლომდე გათავისუფლდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის, ბაჩანა გვიანიშვილის განმარტებით, ზოოპარკის ბინადრებს დროებით თბილისში გადაიყვანენ.

“დათვი უკვე გადაიყვანეს თბილისის ზოოპარკში. კვირის ბოლომდე თხებსაც გადაიყვანენ, თვის ბოლოსკენ კი, მელას და ტურასაც. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი “ახალბაღის” რეაბილიტაციის დაწყება” ,  – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბაჩანა გვიანიშვილმა.

მისივე ცნობით, ბინადრები გორში “ახალბაღის” რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დაბრუნებიან.