გორის საკრებულოს დეპუტატი ვასილისა ჯავახიძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წლიურ ხარჯებს ასაჯაროებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებამ, რომელსაც რეალურად არანაირი ფუნქცია არ აქვს, ბიჯეტიდან ხელფასებში თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა.
საწვავში 46 ათას ლარამდე დაიხარჯა, სატელეფონო კომუნიკაციებში 5 ათას 600 ლარზე მეტი, სასმელ წყალში 440, მივლინებებში კი 339. ოპოზიცია გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს.