ამ დროისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ადგილიდან სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა” შეცვალეს” წარმომადგენლები იტყობინებიან,ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მერიის შენობაში არსებული საპირფარეშოს ექსპერტიზის ჩასატარებლად შევიდნენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
“ექსპერტ-კრიმინალისტები ერთი კვირის დაგვიანებით შევიდნენ ჩხოროწყუს მერიაში საპირფარეშოს ექსპერტიზისთვის”,-ამბობს რადიო თბილისთან მოძრაობა “შეცვალეს” ადგილობრივი წარმომადგენელი ოთო შენგელია.
მისივე ინფორმაციით, ადგილზე არ იმყოფება მერი დავით გოგუა,რომელიც გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო დმინისტრაციაში დაიბარეს,ხოლო დღეს თბილისში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის 12-მდე მოსწავლეს ე.წ.”შაბათობის” ფარგლებში მერიის რამდენიმე ოთახი და საპურფარეშო დაასუფთავებინეს. აქციის ინიციატორი იყო მერიის ყოფილი თანამშრომელი ეთერ ჯაფარიძე,რომელმაც აღნიშნა,რომ
თვითნებურად მოქმედებდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში აღძრულია საქმე სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.