„სამხრეთის კარიბჭემ“ 2020 წელს გაცემული პრემია/დანამატების შესახებ ინფორმაცია სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 3 იანვარს გამოითხოვა. მღებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს დანამატი მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტში, ერთ თანამშრომელზე გაიცა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალციხის მერიაში 1 228 ლარის დანამატი მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ტექნიკურ–ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელმა მიიღო. აგვისტოსა და სექტემბერში 300–300 ლარის ოდენობით, ოქტომბერსა და ნოემბერში კი ჯამში 628 ლარი.
რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთმა საჯარო ინფორმაცია დათქმულ ვადაში მოგვაწოდა, 10 დღიან ვადას ერთით დღით გადააცილა ადიგენის მერიამ.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მერიამ გასულ წელს საჯარო ინფორმაცია ორ საკითხზე არ მოგვაწოდა, რედაქცია ითხოვდა რომელი რელიგიური ორგანიზაციები დაფინანსდა 2020 წელს და ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენმა თანამშრომელმა ისარგებლა საპარლამენტო არჩევნების პერიოდში შვებულებით.