საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს სამედიცინო მომსახურება გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 120-მა ბენეფიციარმა მიიღო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს პირი, რომლის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე ნაკლებია, ხოლო ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 1000 ლარზე მეტი არ არის” , – განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში მოქმედი კომისიის მიერ 2020 წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ მკურნალობა დაუფინანსდა, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9 პირს, სულ 189 902.00 ლარით.