გასულ წელს ახალციხის მერიამ შოთა რუსთაველის ძეგლის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის 400 000 ლარამდე დახარჯა, მაგრამ ქალაქის ცენტრალურ სკვერში ისევ დაზიანებული შადრევანი დგას. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
შადრევნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის შესახებ ახალციხის მერიაში ჯერ კიდევ 2019 წელს საუბრობდნენ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოებისთვის ტენდერი 2020 წელს გამოაცხადა, 373 740 ლარად მოწესრიგდა კოსტავას და ნათენაძის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკები და შოთა რუსთაველის ძეგლთან მდებარე სკვერი, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოები შადრევანს არ შეხებია.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ მიმდინარე წელს ქალაქს ახალი შადრევანი ექნება, ამ ეტაპზე ესკიზის შერჩევა მიმდინარეობს.
რამდენიმე წელია მწყობრიდანაა გამოსული ახალციხის ხელოვნურ ტბაზე მდებარე შადრევანიც. როდის დაიწყება მისი რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე უცნობია.