შინდისის თემში გორის მერის წარმომადგენელს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს

402

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის თემში მერის წარმომადგენელს, ალექსი მთვარაძეს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც გორის მერიაში ამბობენ, სოფლებში მერის წარმომადგენლები ხელშეკრულებით არიან დასაქმებულები.

“წარმომადგენლები აყვანილი არიან ხელშეკრულებით. შინდისის წარმომადგენელს დაუმთავრდა ხელშეკრულების ვადა და მხარეებმა აღარ ისურვეს გაგრძელება”, – ამბობენ გორის მერიაში.

რადიო “მოზაიკა” ალექსი მთავარაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.