ანა დოლიძე არასამთავრობოებთან  ერთად განათლების სამინისტროსთან აქციას მართავს და მიხეილ ჩხენკელის გადადგომას მოითხოვს

474

წინა სტატია

განათლების სამინისტროსთან მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად აქციას მართავს. ადგილზე შეკრებილები ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის შენობის დასუფთავების ფაქტს აპროტესტებენ და განათლების მინისტრის შეცვლასთან ერთად, სისტემის სრულ რეფორმას მოითხოვენ. მათ ადგილზე იატაკის საწმენდი, სარეცხი ფხვნილი და წყალი აქვთ მიტანილი. ასევე ბანერები: „უმოქმედო განათლების სისტემა“, „გადადგეს განათლების მინისტრი“ და „ვითხოვთ განათლების რეფორმას“.

,,ჩხოროწყუს ინციდენტი არ არის ცალკე მდგომი შემთხვევა, ეს არის სურათი რაც ხდება ამ სამინისტროში ბოლო წლებია. რამდენი წელია პრობლემებზე ვსაუბრობთ, ეს არის მაგალითი რისთვისაც ამზადებენ ჩვენს შვილებს. ისინი უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაალაგებენ ფეოდალების სახლებს და საპირფარეშოებს? განათლების სისტემა დაწყებული ვითომ სწავლებით, დამთავრებული ჩვენი მასწავლებლების და სკოლის დირექტორების პოლიტიზირებით, არ ემსახურება მომავალი თაობის თავისუფალ პიროვნებებად გაზრდას. მიხეილ ჩხენკელი, რომლის პერიოდშიც მოხდა ხორავას ინციდენტი და ბევრი სხვა, არის „ზუმის“ მინისტრი და ჩავარდნილი ონლაინსწავლების მინისტრი. იმის ნაცვლად, რომ სკოლის მოსწავლეები მუზეუმებში და ლაბორატორიებში დაყავდეთ საპირფარეშოების დასალაგებლად დაყავთ. აუცილებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოეთხოვონოს განათლების მინსიტრს, რომლის მმართველობის მახასიათებელია ჩვენი შვილები, რომლებიც ჩინოვნიკების საპირფარეშოების დასაწმენდად დაყავს. თუ რამე დასალაგებელია ვედროთი და სახეხი საშუალებებით, ეს არის განათლების სისტემა“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.