ხულოს ბაღებში დასაქმებულები გაზრდილ ხელფასს აიღებენ

366

ხულოში მოქმედი საბავშვო ბაღების პერსონალი მარტიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ხულოს მერიის ინფორმაციით, შრომის ანაზღაურება 20-30 პროცენტამდე გაეზრდება, როგორც ტექნიკურ, ასევე ადმინისტრაციულ პერსონალს. მუნიციპალიტეტში 27 ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.