ელექტრომობილების დამტენების ნაწილი ფასიანი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან იწყება ჩვენს ქსელში არსებული მე-2 დონის დასამუხტი სადგურების ეტაპობრივი გაფასიანების პროცესი. ტარიფები იანგარიშება წუთობრივად და განისაზღვრება ელექტრომობილის მიერ მოხმარებული სიმძლავრის შესაბამისად.
თქვენი ელექტრომობილისთვის განკუთვნილი დამუხტვის ტარიფის დასადგენად, იხელმძღვანელეთ ტარიფების ჩამონათვალში მოცემული სიმძლავრეების დიაპაზონით. ტარიფების ნახვას შეძლებთ ჩვენს აპლიკაციაში მას შემდეგ, რაც კონკრეტული დამტენი გახდება ფასიანი. გაფასიანებული დამტენების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ როგორც სმს-ის სახით, ასევე ჩვენი ფეისბუქ გვერდის საშუალებით,“-აღნიშნულია განცხადებაში.