ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად ახლადრეაბილიტირებულ სკოლებში იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ პერევისისა და ბერეთისის საჯარო სკოლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. გივი მოდებაძე სკოლის დირექტორებს შეხვდა და დამატებითი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ პერევისის სკოლაში პირველი სართულის სრული რეაბილიტაცია და გარე ფასადის მოწყობა განხორციელდა. მოეწყო ყველა საკლასო ოთახი, სპორტული დარბაზი და სველი წერტილები. აღსანიშნავია,...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის #2685 განკარგულებით, პირველ ეტაპზე, გზების სარეაბილიტაციოდ 2 809 796 ლარი გამოეყო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა, სასოფლო გზების მოსაწესრიგებლად, 2021 წელს შემდეგნაირად გაიხარჯება: ვარძიის საუბნო გზის რეაბილიტაცია – 257 534 ლარი; მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია – 109 943 ლარი; ჩხერის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 31 458...
ახალქალაქში მცხოვრებლები სკოლამდე მისასვლელი ტრანსპორტის ამოქმედებას ითხოვენ. ამ მიზეზით ისინი დეპუტატ, სამველ მანუკიანს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ tiktv.ge წერს. მოქალაქეები სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფას ითხოვენ და ამბობდნენ, რომ ბავშვები სოფლიდან ქალაქის სკოლებში ფეხით ვერ დადიან. მათივე თქმით, რამდენიმე სოფლის მოსწავლისთვის გამოყოფილი ტრანსპორტი მერიამ შეაჩერა. ​რა მიზეზით გააუქმეს მოსწავლეებისთვის ტრანსპორტი? ამ კითხვით ჩვენ ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს დავუკავშირდით. მისი თქმით, საკრებულოში შეტანილი ინიციატივა...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომები 2020 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. მერიაში ამბობენ, რომ მიზეზი პანდემიაა. ინფორმაციას toktv.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა საბჭო 11 პირისგან შედგება. საბჭო დაკომპლექტებულია სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან. რაც შეეხება ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭოს, საჯარო ინფორმაციის მიხედვით, აქ 2020 წლის განმავლობაში სულ სამი...
ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ფერსათის მთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ხაზების გაყვანას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადიგენის 17 სოფელში 418 ხელმოწერა შეაგროვა და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ინიციატივით მიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ახალციხის ოფისის სამოქალაქო საბჭოს ორგანიზებით, ადიგენის 17 სოფელში 418 ხელმოწერა შევაგროვეთ და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ფერსათის მთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მოთხოვნით მივმართეთ. მთაზე ელექტროენერგიის მიყვანის შემთხვევაში, ადიგენელების საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება და...
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ახალქალაქის საკრებულოში შესულმა დეპუტატებმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატთან ერთად, ახალი ფრაქცია შექმნეს. სამველ პეტროსიანი და სიმონ მანანიანი, მმართველი პარტიის დეპუტატ ზაურ პაქსაძესთან „ქართული ოცნება - აგრარულში“ გაერთიანდნენ. ამის შესახებ ტვ9 წერს. „პატრიოტების“ წევრებმა ფრაქცია ჯერ კიდევ 2020 წელის დატოვეს. ამის გამო, ფრაქცია დაიშალა, რადგან მასში მინიმუმ, სამი დეპუტატი უნდა ყოფილიყო გაერთიანებული. სამველ პეტროსიანმა Jnews.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი პარლამენტში...
ევროკავშირის 2020 წლის ანგარიშში გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებებით საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი დადებითად შეფასდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში არ შეფერხებულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, მათ შორისაა,...
ფოთში ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება. საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების რეაბილიტაცია, ფილებით მოკირწყვლა, საყვავილეების მონტაჟი და სხვა სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. „ფოთში აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს. ფოთის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ფოთის მერმა, გოჩ კურდღელიამ. ფოთის...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეებისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული 12-დღიანი საკარანტინე ვადა 5 დღემდე შემცირდა, - ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "ხელისუფლება დაბალანსებული და პრაგმატული მიდგომით ახორციელებს კოვიდპანდემიის მართვას, დაწესებული შეზღუდვებით თუ შემსუბუქებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე...
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესებული რეგულაციების ნაწილობრივ შემსუბუქებას და ნაწილის 10 მარტამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ასეთი გადაწყვეტილება „პრეზიდენტმა“ ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება, 15 თებერვლიდან აფხაზეთში სასწავლო პროცესს განაახლებენ საბავშვო ბაღები და მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეები. 22 თებერვლიდან კი დანარჩენი...
video
ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემა უკვე 2 თვეა მოქმედებს, თუმცა  არსებულ პრობლემებზე დადებითად ჯერ არ ასახულა. მძღოლებს პოზიტიური შეფასებების გაკეთება უჭირთ. ამბობენ, რომ მოძრაობა ისევ გადატვირთულია, საცობები ისევ უცვლელად დარჩა, სამაგიეროდ, კიდევ უფრო გართულდა პარკირება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. გეგმა, რომელზეც თვითმმართველობა დონორთან ერთად 5 წლის განმავლობაში მუშაობდა, ფინიშთან ჯერ კიდევ არ მისულა. შესაძლოა რიგი ცვლილებები ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობაში კიდევ განხორციელდეს. სატრანსპორტო მოძრაობა,...
ჯავისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ქართულნომრიანი მანქანების რეგისტრაციის უფლება მისცეს, - ამის შესახებ განცხადებას დეფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დეფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ცნობით, საკითხის განხილვა გასულ წელს დაიწყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ახლახანს მიიღეს. ამ უფლებით ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა უწევთ. "ჩვენი რესპუბლიკის სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანებს საქართველოს ტერიტორიაზე  შესვლის უფლება არა აქვთ, ამიტომ...
გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრიც დააკვირდება. ინფომაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. როგორც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ სატელევიზიო გადაცემაში ,,საუბარი მოძღვართან" განმარტა, მონასტერს 8 თებერვალს ალავარდელი მეუფე დავითი (მახარაძე)​ სტუმრობდა, რომელიც სპეციალობით არქიტექტორია და საპატრიარქოში ხუროთმოძღვრების ცენტრის დამფუძლებელი. "მეუფე დავითი (მახარაძე) საერო განათლებით არქიტექტორია და მისი თაოსნობით დაფუძნდა საპატრიარქოში ხუროთმოძღვრების ცენტრი. ამ ცენტრს კავშირი აქვს სხვადასხვა საზოგადოებებთან, მათ შორის კულტურული...
წინა სტატია  ქუთაისი 2020 წელს ბავშვზე მორგებული ქალაქების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივას შეუერთდა, რის საფუძველზეც  ქალაქის მერიაში ახალი სტრუქტურა - ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიქმნა. დღეს UNICEF-ის წარმომადგენლებმა ამ განყოფილებას კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს. საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე შეხვდნენ. ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მერია სხვა დონორ ორგანიზაციებთანაც...
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა, - ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიების პირებს შეეხებათ. „ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის...
ქუთაისში ყვავილებით მოვაჭრეებს ბაზრობაზე შესასვლელად ერთკვირიანი ვადა მისცეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და პოლიციამ გააფრთხილა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათს დახლებს დაშლიან. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს. მოვაჭრეებს მერია ტერიტორიის დატოვებას თხოვს, რადგან ადგილზე სკვერი უნდა მოეწყოს. ყვავილებით მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი მინდვრის ყვავილებს ყიდიან და ბაზარში შესვლასა და გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ. "ძალიან მცირე რაოდენობის ყვავილები გვაქვს, ვერ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ