ქუთაისი 2020 წელს ბავშვზე მორგებული ქალაქების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივას შეუერთდა, რის საფუძველზეც ქალაქის მერიაში ახალი სტრუქტურა – ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება შეიქმნა. დღეს UNICEF-ის წარმომადგენლებმა ამ განყოფილებას კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.
საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე შეხვდნენ.
ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მერია სხვა დონორ ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობს.
დღესვე, UNICEF-მა ბავშვზე მორგებული ქალაქის სამუშაო ჯგუფს ბავშვთა უფლებების განხორციელებისა და კეთილდღეობის სიტუაციური ანალიზის ანგარიშის მიგნებები წარუდგინა.