„საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ახალქალაქის საკრებულოში შესულმა დეპუტატებმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატთან ერთად, ახალი ფრაქცია შექმნეს. სამველ პეტროსიანი და სიმონ მანანიანი, მმართველი პარტიის დეპუტატ ზაურ პაქსაძესთან „ქართული ოცნება – აგრარულში“ გაერთიანდნენ. ამის შესახებ ტვ9 წერს.
„პატრიოტების“ წევრებმა ფრაქცია ჯერ კიდევ 2020 წელის დატოვეს. ამის გამო, ფრაქცია დაიშალა, რადგან მასში მინიმუმ, სამი დეპუტატი უნდა ყოფილიყო გაერთიანებული.
სამველ პეტროსიანმა Jnews.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი პარლამენტში აირჩიეს პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, მაგრამ ის ამ პარტიის წევრი არ ყოფილა.
„მე მხოლოდ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი ვიყავი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სხვა პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ ვთანამშრომლობდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან ”, – ამბობს სამველ პეტროსიანი.
ახალი ფრაქციის თავმჯდომარეა ზაურ პაკსაძე, მოადგილე – სიმონ მანანიანი, მდივანი კი სამველ პეტროსიანი.