ფოთში ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება. საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების რეაბილიტაცია, ფილებით მოკირწყვლა, საყვავილეების მონტაჟი და სხვა სამუშაოები, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
„ფოთში აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს. ფოთის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩ კურდღელიამ.
ფოთის მერიის განახლებული და მოწესრიგებული გზები მნიშვნელოვანია მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების თვალსაზრისით, ამ მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტში 17 463 626 მილიონი ლარი იხარჯება.