ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის #2685 განკარგულებით, პირველ ეტაპზე, გზების სარეაბილიტაციოდ 2 809 796 ლარი გამოეყო. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა, სასოფლო გზების მოსაწესრიგებლად, 2021 წელს შემდეგნაირად გაიხარჯება:
- ვარძიის საუბნო გზის რეაბილიტაცია – 257 534 ლარი;
- მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია – 109 943 ლარი;
- ჩხერის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 31 458 ლარი;
- ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 358 885 ლარი;
- ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჭიპაშვილების უბანი) – 196 404 ლარი;
- საქარიქედი (მუხების უბანი)-ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 284 451 ლარი;
- მარელისში ცისკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) – 168 000 ლარი;
- ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 108 649 ლარი;
- ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 24 769 ლარი;
- ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 271 420 ლარი;
- სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი) – 220 095 ლარი;
- წყალაფორეთში ბაღისა და გაბეხაძეების უბნების გზების რეაბილიტაცია – 219 921 ლარი;
- ვერტყვილაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილები, ეკლესია) – 66 989 ლარი;
- ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 334 885 ლარი;
- ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (თხელიურის უბანი) – 156 393 ლარი.
ვერტყვილაში, ახალსოფლისა და ღარიხევის გზების სარეაბილიტაციოდ ტენდერები, მშენებელი ორგანიზაციების შესარჩევად, უკვე გაიმართა.
ვერტყვილას გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს „იმერმშენი” 60 900 ლარად გეგმავს.
ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ალპედესთან“, ამ სამუშაოს შესრულებას კომპანია 191 528 ლარად აპირებს.
ახალსოფლის გზის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერში შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
ხარაგაულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსის, ზურაბ იჩქიტიძის, ინფორმაციით, ყველა დანარჩენი – 2020-2021 წლების გარდამავალი პროექტია.
„ამ სოფლებში გზების რეაბილიტაციისათვის ტენდერები შარშან გაიმართა და მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. მათზე ხელახალი ტენდერი აღარ გამოცხადდება. მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს პროექტების დასასრულებლად გადაეცემათ“, – ამბობს ზურაბ იჩქიტიძე.